„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016116
5
14/02/2014
ვებგვერდი, 20/02/2014
010260020.35.138.016116
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 14 თებერვალი

ქ.ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.699) და  ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის  კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საკადრო მუშაობის, საქმისწარმოების, საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნის  და აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) გამგებლის თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

ე) მთავარი სპეციალისტი ინფორმაციის მიღების, შეგროვების, დამუშავებისა და ელექტრონული ბაზის შექმნის საკითხებში;

ვ) წამყვანი სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში;

ზ) წამყვანი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

თ) უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

ი) სპეციალსიტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში;

კ) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

ლ) სპეციალისტი- გამგებლის პირადი მდივანი’’.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას, საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, და ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას, დამუშავებასა და ელექტრონული ბაზის შექმნას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი