დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016115 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ.29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: |
1.
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახური; ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ვ) სახანძრო - სამაშველო სამსახური; ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.’’. |
2.
მე-13 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“ |
3.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას და პარკების, სკვერების და მწვანე ნარგავების ზედამხედველობას’’. |
4.
მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31 . ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფინქციებია: ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები