საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 14/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020000.48.065.016008
03
14/02/2014
ვებგვერდი, 18/02/2014
210020000.48.065.016008
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №03

2014 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 

მუხლი 1
საქპატენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2
საქპატენტი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3
2014 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე, გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა ერთი პირის მიერ არ აღემატება 5 ლარს.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეირაკლი ღვალაძე