დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №39 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016134 |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №39 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 თებერვლის №678 მომართვის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №39 დადგენილებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნას ცვლილებები და დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი. თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10860.4 ათასი ლარით, ნაცვლად 10848.0 ათასი ლარისა. |
მუხლი 4.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადასახადები 1100.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გრანტები 9362.1 ათასი ლარით, ნაცვლად 9349.7 ათასი ლარისა. |
მუხლი 6.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 398.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3645.2 ათასი ლარით, ნაცვლად 3632.8 ათასი ლარისა, მათ შორის
ა) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3795.2 ათასი ლარით, ნაცვლად 3782.8 ათასი ლარისა. ბ) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 752.0 ათასი ლარით.
|
მუხლი 9.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებილებების კლება 291.0 ათასი ლარით.
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -461.0 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიცალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 160.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური 75.6 ათასი ლარი; ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 84.4 ათასი ლარი. |
მუხლი 13.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 14.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით |
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
ბიუჯეტის პრიორიტრეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროექტები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ღონისძიებები. მოსახლეობისათვის სტიქიური მოვლენების დროს დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.
1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის აღწერა: ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამის აღწერა : შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაწვეულთა რაოდენობა.
3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები. გატარდება კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამები:
3.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებების, დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, წყლის სიტემებისა და გარე განათების ქსელების რეაბილიტაცია- ექსპლოატაციის ღონისძიებების განხორციელება. გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა
3.2.1. ბინათმშენებლობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2.2. წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე სოფლების სასმელი წყლის სათავენეგებობის, წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები; მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2.3. ააიპ „სოფლის სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურება“ (პროგრამული კოდი 03 02 03) პროექტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, შიდასაუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2.4. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა; მომსახურების ხარისხიანობის დონის ამაღლება; მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების დაფარვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2.5. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კვირაში ორჯერ განხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ყოველდღიურად დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები, ბაღები და მოედნები. თვეში ორჯერ დასუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის (55კმ) მიმდებარე ტერიტორია და მოხდება ქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და წმ.ნინოს ქუჩების გადარეცხვა. შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2.6. ააიპ „ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესებზე ზედამხედველობის სამსახური“ (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიადაგისა და წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებული სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლის მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების მიზეზების აღმოჩენის ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და სხვა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასების მიზნით.
შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.3. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადების, ძირითადი ქონების აუდიტორული შეფასების სამუშაოები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები.
3.3.1. თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პასპორტირებისა და აუდიტორული მომსახურება. (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აუქციონზე გასაყიდად გასატანი მიწებისა და ძირითადი ქონების შეფასება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.3.2. ხევების რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები. (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების პრევენციული გაწმენდა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.4. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკვერების მოვლა-გამწვანების სამუშაოები და ცენტრალურ ქუჩებზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოები. შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
4.1. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 37 სკოლამდელი -სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც სწავლობს 2100 აღსაზრდელი. გათვალისწინებულია დღეში ორჯერადი კვება, თითოეულ ბავშვზე კვების ხარჯი დღეში 0,95 ლარს შეადგენს მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4.2. პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი“დაფინანსება. ბავშვთა პიროვნული განვითარებისა და თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნებისა და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების, სახელოვნებო სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, ასევე სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა 5.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა 5.3. ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება 5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, რაგბი) ახალგაზრდობის ჩართულობა; ჩასატარებელ რაიონულ და საქალაქთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მათი ჩატარების ორგანიზება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5.1.1. სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აიპ სპორტული სკოლის, აიპ ქ. გურჯაანის სპორტული კომპლექსის, აიპ საფეხბურთო სკოლა „გურჯაანის“, აიპ რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის (ქარეთული, თავისუფალი, ძიუდო), კრივის, რაგბის, მკლავჭიდის, კალათბურთის, ფრემბურთის, კარატესა და ცურვის შემსწავლელი წრეები. ჩატარდება კომპლექსური სპარტაკიადები. სპორტულ სკოლებში სულ დასაქმებულია 30 მწვრთნელი, რომელიც ემსახურება 538 ბავშვის აღზრდას. 5.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: ტურნირი მკლავჭიდში, გიორგი ქიტესაშვილის სახელობის თასის გათამაშება ჭადრაკში, ბაჩანა კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, კომპლექსური სპარტაკიადა მოსწავლეთა შორის, საგაზაფხულო პირველობა მინიფეხბურთში, რევაზ მინდორაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, გურჯაანის ღია პირველობა რაგბში, მერაბ კუპრაშვილის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში, ზურაბ ზურაბაშვილის ხსოვნის ტურნირი ფრენბურთში, კომპლექსური სპარტაკიადა მოსწავლეთა შორის,რეგიონალური ტურნირი კრივში, ტრადიციული ტურნირი ძიუდოში კადეტთა შორის, დიდი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, საშობაო ტურნირი ჭადრაკში და სხვა ტრადიციული სპორტული ტურნირები და ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების: ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნები სკოლების, თეატრების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5.2.1. კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპასლიტეტი აფინანსებს ააიპ „საბიბლიოთეკო გაერთიანებას”, მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი განვითარების, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვის და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ კულტურის ცენტრი. რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის, ხელოვნების სხვა დარგების დაცვა და პოპულარიზაცია, მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ სამუსიკო სკოლების გაერთიანებას და ააიპ სამხატვრო სკოლას. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, ვიოლინო, მუზიცირება, სამხატვრო ხელოვნება. სახელოვნებო სასწავლებლები ამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ფინანსდება ააიპ „მრავალჟამიერი 1“, რომლის მიზანია ასწავლოს და შეინარჩუნოს ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერები.
ააიპ „ველისციხის თეატრის“ და სსიპ „თოჯინების თეატრის“ დაფინანსება ხორციელდება თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის: წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდისა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატება ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენას და წარმოჩენას.
5.2.2. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება: ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პოეზიის საღამო, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო, გივი ბერიკაშვილის შემოქმედებითი საღამო, ცეკვავენ და მღერიან ინტელექტუალები, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ნატოობა, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის საღამო, მზია დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო, შეხვედრა დათო ტურაშვილთან, ფესტივალი „ვაზის საგალობელი“ ღონისძიება „გურჯაანობა“, საახალწლო ღონისძიება, ტურისტული გზამკვლევის გაკეთება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების სააღრიცხვო ბარათების დამზადება და ბაზის შექმნა. კულტურული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5.3. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ჩატარედება საშობაო მსვლელობა, ინტელექტუალური თამაში „რა სად როდის“, ახალი თაობა -2014წ მანსანკალი, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია, გაზაფხულის ფესტივალი, ფოტო კონკურსი, დასუფთავების საერთაშორისო დღე, დასუფთავების აქცია, „რა, სად, როდის“-ში გამარჯვებული ბავშვების ექსკურსია ყაზბეგში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება, შიდა გაცვლითი პროგრამა ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, დასუფთავების აქცია. წარჩინებული მოსწავლეების ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში. ლაშქრობა ჭერემში. ექსკურსია მთა -თუშეთში. პოეზიის საღამო. გაცვლითი პროგრამა რეგიონის ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება დამალული განძის მოძიება, შეხვედრა გურჯაანის ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდობასთან, საახალწლო კაფე-საღამო, ამ ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5.5. ტელე-რადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება აიპ „გურჯაანის მუნიციპალური მაცნე“, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების გაშუქებას. ასევე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საეთერო დროის შესყიდვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადებების აღმოფხვრის მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
6.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 6.2.1. ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის დაკრძალვის, სარიტუალო მომსახურებისათვის ფინანსურ დახმარებას თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 6.2.2. „ახალშობილთა დახმარების “ პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) „ახალშობილთა დახმარების“ პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მატერიალურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე. (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით) 6.2.3. სოციალურად დაუცველ მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 6.2.4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის თანადაფინანსებას. 6.2.5. ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება. 6.2.6. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩანაცვლებითი თერაპიის სამედიცინო ბრიგადაში ჩართულ პაციენტთა მკურნალობის თანხის თანადაფინანსება. (პროგრამული კოდი 06 02 06) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მკურნალობის თანხის თანადაფინანსება. 6.2.7. ააიპ „მოქალაქეთა თანადგომა“ (პროგრამული კოდი 06 02 07) მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 165 ბენეფიციარის ყოველდღიური, უფასო კვებით უზრუნველყოფა. 6.2.8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილზე (18 წლამდე)) ყოველთვიური მატერიალური დახმარება (თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.) 6.2.9. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები