დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების,სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016616 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
26-ე მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ ისეთი სმფ-ების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.“; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.“. |
2.
27-ე მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ბრძანებით განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობისა და მოცემული პერიოდისთვის ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა (სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს).“; |
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შექმნას ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები და აკონტროლოს ინვენტარიზაციის ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა.“. |
3.
28-ე - 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 28. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები ,,1. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა. 2. ფაქტობრივი აღრიცხვისა და სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს დამხმარე სათავსები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის ის ადგილები, რომლებსაც ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვთ; ბ) შეამოწმოს ზომა-წონის საზომი ყველა ხელსაწყოს ვარგისიანობა; გ) მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყების პერიოდისათვის არსებულ მდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ; დ) სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე; ე) გადაამოწმოს სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საინვენტარიზაციო უწყისებში აღმოჩენილი შეცდომები და მათი დადასტურების შემთხვევაში გაასწოროს ისინი. 3. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ინვენტარიზაციისას შედგენილი ოქმები დაუყოვნებლივ გადაეცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი არ არის საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, მის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის შედგენილ ოქმებზე ხელმოწერით დასტურდება, მხოლოდ ამ ოქმების მისთვის გადაცემის ფაქტი. 5. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და მათი ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა) შესრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შედეგების გამოყვანა და შეჯამება. მუხლი 29. ფაქტობრივი აღრიცხვა 1. ფაქტობრივი აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით. 2. ფასეულობათა ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის, აწონვის, აზომვის გზით. 3. ფაქტობრივი აღრიცხვისას თითოეული საგანი უნდა იქნეს ვიზუალურად შემოწმებული და შეტანილ იქნეს დასახელებების მიხედვით საინვენტარიზაციო უწყისებში. 4. ფაქტობრივი აღრიცხვა, როგორც წესი, მოცემულ სათავსში განლაგებული საქონლის რიგითობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხოლო როცა ფასეულობანი სხვადასხვა სათავსშია განლაგებული და ეკუთვნის ერთსა და იმავე სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს – შენახვის ადგილების თანმიმდევრობით. ფასეულობათა აღრიცხვის შემდეგ, სათავსი ილუქება და ფაქტობრივი აღრიცხვა გრძელდება შემდგომ სათავსში. ამასთან, საგადასახდო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, ის სათავსი, რომელშიც დასრულებულია ფაქტობრივი აღრიცხვა, შესაძლებელია არ დაილუქოს. 5. თუ ფაქტობრივი აღრიცხვა ერთი დღის განმავლობაში არ მთავრდება, ის სათავსი, სადაც სმფ-ები ინახება, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სამუშაო დღის დასრულებისას, ილუქება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც დგება დალუქვის ოქმი საინვენტარიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით. ლუქი, ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ინახება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან. 6. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის პერიოდში შესვენებისას, საინვენტარიზაციო უწყისები ინახება დაკეტილ სათავსში (ყუთი, კარადა, სეიფი), იქ სადაც ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. 7. იმ მასალების ან/და საქონლის რაოდენობა, რომელიც მიმწოდებლის მიერ შეფუთულ მდგომარეობაში დაუზიანებლად იმყოფება, დასაშვებია განისაზღვროს არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ამ ფასეულობათა შერჩევითი შემოწმებით. დასაყრელი მასალის წონის განსაზღვრა დასაშვებია აზომვისა და ტექნიკური გაანგარიშებების საშუალებით. აზომვებისა და გაანგარიშების აქტი აღრიცხვის ოქმს უნდა დაერთოს. დიდი რაოდენობით ასაწონი საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვისას აწონვის მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს ცალკე უწყისებში, რომელიც დღის ბოლოს ან სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაჯამდეს და გამოყვანილი ჯამი გადატანილ იქნეს საინვენტარიზაციო უწყისში. აწონვის მონაცემები უნდა დაერთოს საინვენტარიზაციო უწყისს. 8. სმფ-ები შეიტანება საინვენტარიზაციო უწყისებში დასახელების, სახის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. საინვენტარიზაციო კომისიის წევრები სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახდენენ ფასეულობების გადათვლას, აწონვას და გაზომვას. საინვენტარიზაციო უწყისებში დაუშვებელია სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე მათი ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი ფაქტობრივად შემოწმების გარეშე. 9. აღრიცხული ფასეულობები საინვენტარიზაციო უწყისში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი აღრიცხვა. 10. ფაქტობრივი აღრიცხვის შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ” (დანართი №16). 11. დანართი №16-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება რიგითი ნომერი; ბ) მე-2 სვეტში იწერება სმფ-ების დასახელება; გ) მე-3 სვეტში იწერება სმფ-ების საზომი ერთეული; დ) მე-4 სვეტში იწერება სმფ-ების რაოდენობა; ე) მე-5 სვეტში იწერება ერთეულის ფასი (პირვანდელი ღირებულებით); ვ) მე-6 სვეტში იწერება სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით); ზ) მე-7 სვეტში იწერება ერთეულის ფასი(საბაზრო ღირებულებით); თ) მე-8 სვეტში იწერება სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); ი) ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-5 და მე-7 სვეტები არ ივსება. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები ივსება ფაქტობრივი აღწერის მომენტისთვის ამ მონაცემების არსებობის შემთხვევაში. 13. ფაქტობრივ აღრიცხვას ასევე უნდა დაექვემდებაროს ის სმფ-ები, რომელიც აღირიცხება შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა პირის სათავსებში მყოფი და სხვა. საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ასეთი სმფ-ები აღრიცხოს ფაქტობრივი აღრიცხვის გარეშე, იმ სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამ სმფ-ების გაგზავნის, გადატვირთვის, სხვა პირებისთვის შენახვის ან გადამუშავების მიზნით გაგზავნის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ფასეულობათა ფაქტობრივი აღრიცხვა. 14. საინვენტარიზაციო უწყისები ხელმოწერილი უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრისა და სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ. 15. საინვენტარიზაციო უწყისები შეიძლება შეივსოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული საშუალებებით. ხელით შედგენილი აღრიცხვები უნდა შეივსოს კალმით, სუფთად და გარკვევით. ჩანაწერების ამოშლა და გადასწორება დაუშვებელია. 16. შეცდომის დაშვებისას აღრიცხვის ყველა ეგზემპლარზე უნდა გადაიხაზოს არასწორი ჩანაწერები და იქვე ჩაიწეროს სწორი ჩანაწერი. შესწორებაზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და სმფ- ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. 17. საინვენტარიზაციო უწყისებში შეუვსებელი გრაფების დატოვება დაუშვებელია. ასეთი გრაფები უნდა გადაიხაზოს. 18. იმ შემთხვევაში, თუ სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი, ფაქტობრივი აღიცხვის შემდეგ საინვენტარიზაციო უწყისებში შეამჩნევს შეცდომებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ (საწყობის, საკუჭნაოს, სექციის გახსნამდე) განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას. კომისია შეამოწმებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გაასწორებს დაშვებულ შეცდომებს. 19. ინვენტარიზაციის დროს შემოსული ფასეულობების მიღება ხდება სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საინვენტარიზაციო კომისიის წევრების თანდასწრებით და საინვენტარიზაციო უწყისებში შეიტანება ცალკე ოქმში „ინვენტარიზაციის დროს შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №17). ოქმში მიეთითება მიღების თარიღი, ასევე, შემოსავლის დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და გადახდილი (გადასახდელი) თანხის ოდენობა. დანართი № 17-ის ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-9 სვეტები არ ივსება. 20. როდესაც ფაქტობრივი აღრიცხვა დიდ დროს მოიცავს ან არსებობს სმფ-ების დაზიანების, განადგურების, ვარგისიანობის ვადის გასვლის და სხვა გარემოება, გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნით და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, დასაშვებია ფაქტობრივი აღრიცხვის პროცესში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კომისიის წევრების თანდასწრებით ფასეულობათა ობიექტიდან გაცემა. ასეთ დროს გაცემული ინვენტარიზებული სმფ-ები საინვენტარიზაციო უწყისებში შეიტანება ცალკე ოქმში „ინვენტარიზაციის დროს გაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №18). ოქმში მიეთითება გაცემის თარიღი, ასევე გასავლის დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მიღებული (მისაღები) თანხის ოდენობა. დანართი № 18-ის ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-9 სვეტები არ ივსება. 21. სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ფაქტობრივი აღრიცხვის ბოლოს, საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივი აღრიცხვა მისი თანდასწრებით ჩატარდა, კომისიის წევრებთან პრეტენზია არ გააჩნია და აღრიცხულ ფასეულობებს შესანახად ღებულობს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. მუხლი 30. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა 1. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენისათვის, ინვენტარიზაციის დაწყების დღის მდგომარეობით დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები. 2. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნით სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს, ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტის ბუღალტერიაში ჩაბარების თაობაზე, აგრეთვე, ყველა მიღებული ფასეულობის შემოსავალში, ხოლო გაცემულის _ გასავალში აღების თაობაზე; ბ) საინვენტარიზაციო უწყისებში შეცდომების აღმოჩენისას (მაგალითად, თუ სმფ-ების დანაკლისი ან მეტობა გამოწვეულია სმფ-ების დასახელებების შეცდომით ჩაწერის, გამოტოვების ან ანგარიშში ჩაუთვლელობის შედეგად), აღნიშნულის თაობაზე საინვენტარიზაციო კომისიას განუცხადოს დალუქული საწყობის გახსნამდე. 3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს. 4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19). 5. დანართი №19 შედგება I და II ცხრილებისგან. 6. დანართი №19-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება სმფ-ების საწყისი ნაშთი ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით (პირვანდელი ღირებულებით); გ) მე-3 - მე-6 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე შეძენილი/მიღებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სახეობების მიხედვით. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), საბაჟო დოკუმენტაციებით და სხვა (მაგალითად: შესყიდვის აქტებით, საწარმოო და საბუღალტრო აქტებით, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ასახულია საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიწოდებული აქვს საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე და ა.შ.); დ) მე-7 სვეტში იწერება მე-3 - მე-6 სვეტების ჯამი; ე) მე-8 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ვ) მე-9 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ზ) მე-10 სვეტში იწერება მე-8 - მე-9 სვეტების ჯამი; თ) მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება სმფ-ების ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით). 7. დანართი №19-ის II ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება; გ) მე-3 - მე-8 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ანგარიშწორების სახეობების მიხედვით. კერძოდ, ნაღდი (სსა-ებით, ჩგდ-ებით, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით (მათ შორის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), სალაროში ნაღდი ფულის მიღებით) და უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციით. 8. დანართი №19-ით გათვალისწინებული ,,სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის“ დანართი ივსება სმფ-ების დასახელებების მიხედვით. 9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. მუხლი 31. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გაფორმება 1. სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ” (დანართი №20). 2. დანართი №20-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველი - მე-8 სვეტები ივსება დანართი №16-ისა და დანართი №19-ის დანართის შესაბამისი სვეტების მიხედვით; ბ) მე-9 და მე-10 სვეტებში იწერება ინვენტარიზაციის შედეგი დანაკლისის გამოვლენისას. კერძოდ, იმ სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც მე-5 სვეტშია ასახული, მაგრამ არ არის ასახული მე-7 სვეტში; გ) მე-11 - მე-12 სვეტებში იწერება ინვენტარიზაციის შედეგი აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენისას. კერძოდ, იმ სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც მე-7 სვეტშია ასახული, მაგრამ არ არის ასახული მე-5 სვეტში. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სრულად ვერ მოხდება დანართი №19-ის დანართის შევსება დადგენილ ვადაში, მაშინ დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21). 4. დანართი №21-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველი - მე-3 სვეტები ივსება დანართი №16-ის შესაბამისი სვეტების ანალოგიურად; ბ) მე-4 - მე-6 სვეტებში იწერება იმ სმფ-ების რაოდენობა, ერთეულის ფასი (პირვანდელი ღირებულებით) და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც სააღრიცხვო დოკუმენტაციაშია აღრიცხული; გ) მე-7 - მე-9 სვეტებში იწერება იმ სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მაგალითად: სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საბაჟო დოკუმენტაციის, შესყიდვის აქტის და ა.შ.) დასახელება, თარიღი, სერია და ნომერი, რომლის საფუძველზეც არის კონკრეტული საქონელი აღრიცხული გადასახადის გადამხდელის მიერ; დ) მე-10 სვეტში იწერება იმ სმფ-ების რაოდენობა, რომლებიც სხვის საკუთრებაშია არსებული და შესანახად მიღების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე არის აღრიცხული; ე) მე-11 სვეტში იწერება აღურიცხველი სმფ-ების რაოდენობა; ვ) მე-6 და მე-11 სვეტების ბოლო სტრიქონზე იწერება ამ სვეტების ჯამი; ზ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-3 - მე-5 და მე-7 - მე-11 სვეტები არ ივსება. 5. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №21-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის შემთხვევაში დანართი №16-ში ფაქტობრივად აღწერილი სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები. 6. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22). 7. დანართი №22 შედგება I და II ცხრილებისგან. 8. დანართი №22-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ - მე-3 სვეტებში იწერება დანართი №20-ის პირველ - მე-3 სვეტების ის მონაცემები, რომლებიც დანართი №20-ის მე-9 სვეტის მიხედვით გამოვლინდა, როგორც სმფ-ების დანაკლისი, ხოლო მე-11 სვეტის მიხედვით გამოვლინდა, როგორც აღურიცხავი სმფ-ები; ბ) მე-4 სვეტში იწერება ერთეულის ფასი (საბაზრო ღირებულებით); გ) მე-5 და მე-6 სვეტებში იწერება სმფ-ების დანაკლისის რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); დ) მე-7 და მე-8 სვეტებში იწერება აღურიცხავი სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); ე) მე-6 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება სმფ-ების დანაკლისის მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); ვ) მე-8 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება აღურიცხავი სმფ-ების მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); ზ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-2 - მე-5 და მე-7 სვეტები არ ივსება. 9. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დანართი №22-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ - მე-3 სვეტებში იწერება დანართი №21-ის პირველ - მე-3 სვეტების ის მონაცემები, რომლებიც დანართი №21-ის მე-11 სვეტის მიხედვით გამოვლინდა როგორც აღურიცხავი სმფ-ები; ბ) მე-4, მე-7 და მე-8 სვეტებში იწერება აღურიცხავი ერთეულის ფასი (საბაზრო ღირებულებით), სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); გ) მე-8 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება აღურიცხავი სმფ-ების მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); დ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-2 - მე-7 სვეტები არ ივსება. 10. დანართი №22-ის II ცხრილი ივსება მხოლოდ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება დანართი №19-ის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონში ასახული მონაცემი - სმფ-ების ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით); ბ) მე-2 სვეტში იწერება დანართი №21-ის მე-6 სვეტის ჯამი; გ) მე-3 სვეტში იწერება პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა; დ) მე-4 და მე-5 სვეტებში (იმის გათვალისწინებით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, თუ აღურიცხავი სმფ-ები) იწერება პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობის საბაზრო ღირებულება. 11. ოქმებზე ხელს აწერენ პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, ინვენტარიზაციაში მონაწილე პირები, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 12. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №16-ის, №17-ის, №18-ის, №19-ის, №20-ის და №21-ის შესაბამის ოქმების შევსების შემდეგ, ყველა მასალას გადასცემს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს, რომელიც ამოწმებს სრულად არის თუ არა შევსებული, იმ პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა დანართი №19- ის, №20-ის და №21-ის შესაბამისი ოქმის შევსება. 13. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების სრულად შევსების შემოწმება ითვალისწინებს, შევსებულია თუ არა: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა. 14. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №22-ის შესაბამისი ოქმის შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს. 15. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე და საინვენტარიზაციო კომისიის დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ აღნიშნულ დოკუმენტებს, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარისთვის მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საინვენტარიზაციო კომისიას უფლება აქვს, ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების მიერ ხელმოუწერლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ოქმებში აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს და ოქმები ითვლება ჩაბარებულად.“. |
4.
311 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ წესის 27-ე მუხლში მითითებული საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე, გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს ფაქტობრივი აღრიცხვა, ამ წესის 29- ე მუხლის პირველი - მე-2, მე-4 - მე-8, მე-13 - მე-18 და 21-ე პუნქტებით საინვენტარიზაციო კომისიისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ფაქტობრივი აღრიცხვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ,,შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №221).“. |
5.
№16 – №22 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ინვენტარიზაციები დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული წესით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები