დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.156.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/02/2014 - 27/02/2015)
|
,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №24 დადგენილება (ვებგვერდი, 06/11/2013 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016142) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი”) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG * ITL * C * K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატილი ფაისი მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები