დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 440 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016180 |
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კუთხით 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის 2-წლიანი გამოცდილება; ბ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Outlook, - კარგი ცოდნა; გ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,, საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება დ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულება. |
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი: კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. | ||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი: კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. | ||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები