დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016297 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დ) აკადემიაში კონკურსის წესით აკადემიურ თანამდებობაზე მიღებული/დანიშნული პირი; ე) დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“.
|
2.
34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: კადრების განკარგულებაში აყვანა არ ვრცელდება დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნულ პირზე, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები