„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016752
18/ნ
13/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
430010000.22.022.016752
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს:

ა.ა) შემდეგი შინაარსის ,,ა1“ და ,,ა2“ ქვეპუნქტები:

,,ა1) გათანაბრებული ქულა – ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნის ტესტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი.

2) გაიგივებული  ქულა – თითოეული საგნის ტესტში აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;”;

ა.ბ) შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე  აბიტურიენტთა პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ  ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე აბიტურიენტთა პროცენტულ რაოდენობას შორის.“;

ა.გ) შემდეგი შინაარსის ,,ს1“ ქვეპუნქტი:

,,ს1) ტესტის ვარიანტი – ყოველი საგამოცდო საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით;“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.“;

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ზოგადი უნარებისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი ან ამ ქულის ტოლი აღმოჩნდება.“;

დ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ ივნისამდე.“;

ე) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ცენტრი უფლებამოსილია აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.“;

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) გრანტის გაცემის მიზნით ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული არჩევითი საგნები დაიყოს ორ საგნობრივ ჯგუფად:

ა.ა) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნები;

ა.ბ)  დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანთა ჯგუფი.

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის:

ბ.ა) 50% განაწილდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანთა ჯგუფზე;

ბ.ბ) 50% განაწილდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანთა ჯგუფზე.

გ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის 4% თანაბრად განაწილდეს შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგანებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში გა­ნაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, თითოეულ ჯგუფში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“;

 ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

,,21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.

22.  ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.

23. ამ მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხების არჩევით საგნებზე პროპორციით გადანაწილების დროს მხედველობაში არ მიიღება ის არჩევითი საგანი/საგნები, რომელშიც ყველა აბიტურიენტი დაფინანსდა. დარჩენილი თანხის გადანაწილება განხორციელდება პროპორციულად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე