„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 12/02/2014
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 12/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.52.101.016107
3
12/02/2014
ვებგვერდი, 14/02/2014
010270000.52.101.016107
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
 ქ. თბილისის მერი

ბრძანება № 3

2014 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

                                                                                          ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის №33 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/07/2013; სარეგისტრაციო კოდი 010270000.52.101.016100) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შევიდეს ცვლილება და 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის; ,,საჯარო სასახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის;   „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების ცოდნა;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Microsoft Office Excel);

ე) უცხო ენის (ინგლისური, რუსული) ცოდნა (დამაკმაყოფილებელი);

ვ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

ზ) დამატებითი მოთხოვნები: უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება;  მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დროის ეფექტური მართვის უნარი; ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა; კომუნიკაბელურობა; ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი; წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი; სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი.“.

მუხლი 2
           ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 12 თებერვლიდან.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) სევდია უგრეხელიძე