დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016122 |
21/04
12/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
220090000.18.011.016122
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ვადიანი დეპოზიტის და ამ მუხლის 33 და 35 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის შეუფერხებლად ფუნქციონირების აუცილებლობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები