დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგ კურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები" (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05.05.176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 11/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016179 |
05.05.176
11/02/2014
ვებგვერდი, 14/02/2014
040030000.37.101.016179
ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგ კურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები" (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
|
ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგკურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები' (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ
|
ქ. თბილისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, მისდამი მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, დამატებით ახორციელებს ტრენინგ კურსების ჩატარებას მედ. პერსონალის, მძღოლების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ,,საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის — სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.07.1439 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
მიეცეს თანხმობა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მსურველთათვის ჩაატაროს შემდეგი ტრენინგ კურსები.
ა) სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები (BLS); ბ) სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდები (ACLS). |
| მუხლი 2 |
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდების (BLS) ტრენინგკურსის საფასური თითოეული მსურველისთვის განისაზღვროს 31 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების (ACLS) ტრენინგკურსის საფასური თითოეული მსურველისთვის განისაზღვროს 154 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ცენტრის თანამშრომელთათვის (მათ შორის სტაჟიორებისათვის) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრენინიგკურსები ჩატარდეს საფასურის ანაზღაურების გარეშე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები