დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05.02.173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 11/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210010010.37.101.016180 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
05.02.173
11/02/2014
ვებგვერდი, 14/02/2014
210010010.37.101.016180
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2014 - 30/12/2014)
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის რაიონული გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. |
| მუხლი 2 |
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები და ქ. თბილისის რაიონული გამგეობები მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. |
| მუხლი 3 |
2014 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 სექტემბრის №23.10.1007 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები