დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016306 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებაში (სსმ, 172, 31/12/2010, მუხ. 2509) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების (შემდგომში – ორგანო) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) ეთიკის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების პრესტიჟის ამაღლებას; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას.“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები