დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 00-2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016231 |
|
საქართველოს მთავრობა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა.
მუხლი 2
მუხლი 3
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით.
მუხლი 4
მუხლი 5
მუხლი 6
მუხლი 7 ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ისეთივე წესით, რა წესითაც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმება.
მუხლი 8 წინამდებარე შეთნხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთახნხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
მუხლი 10 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2013 წლის 4 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ალბანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები