საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016132
13
11/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
300300000.22.025.016132
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №13

2014 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - დადგენილი წესით რეგისტრირებული ელექტროენერგიის გადაცემის/დისპეტჩერიზაციის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

2. კვალიფიციური საწარმოების (განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელი - საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მის კუთვნილ სალტეზე/ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვის შემთხვევაში) მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისთვის, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.“

2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21, 22 და 23 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებელის, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელის (საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) მიერ ხორციელდება გადამცემი ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული (მათ შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.

„22. გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება ექსპორტიორის მიერ ხორციელდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მიუხედავად გადამცემი ხაზის კუთვნილებისა) ექსპორტირებული ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.

23. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი ექსპორტიორის მიერ გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ექსპორტირებული ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე, კომისიის მიერ გადაცემის ლიცენზიანტებისთვის დადგენილი ყველა ტარიფის (მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფის)  მიხედვით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 29 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე