დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს სამკერვალო კომპანია „იმერი“-ს მორიგი კრების ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს სამკერვალო კომპანია "იმერი" |
| მიღების თარიღი | 10/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს – სამკერვალო კომპანია „იმერის “ მორიგი საერთო
კრების მოწვევის შესახებ
სს – სამკერვალო კომპანია „იმერის“ დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად იწვევს სს-ის აქციონერებს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 4 მარტს ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №119-ში, დღის 14.00 სთ-ზე.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. 2013 წ.-ის IV კვარტალის ანგარიში:
ა) IV კვარტლის ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
2. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორატში.
სამეთვალყურეო საბჭომ დაადგინა საერთო კრების სააღრიცხვო დღე – 18 იანვარი.
დირექცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები