დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.10.003.017749 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 (www.matsne. gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) დადგენილებაში შეტანილ იქ‑ ნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 63-ე პუნქტი: „63. საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2): ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.“; ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – 2014 წლის 20 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები