„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017752
133
07/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
430210000.10.003.017752
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს 2013 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სა­­ხელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პრო­­­გრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გა­მოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შე­სახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დად­გე­ნი­­ლებაში  (www.matsne.gov.ge, 25/02/2013, 430210000.10.003.017203) შეტა­ნ­ილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარები­სათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დების, საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის სა­განმანათლებლო დაწესებულებებში და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატუ­რის,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტუ­რის აკ­რედიტე­ბულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწი­ფო  სასწავლო,  სამაგისტრო  გრანტების,  დოქტორანტურის  პროგრა­მე­ბისა  და  ახალგაზრდების  წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 04 03) დამტკიცდეს პროგრამა „ცოდნის კარი“  თანდართული რედაქციით.“;

 დ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში 2014 წლის 1 იანვრამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2014 წლის  სახელმწიფო  ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო  სასწავლო,  სამაგისტრო   გრანტების,   დოქტორანტურის   პროგრამებისა  და  ახალგაზრდების  წახალისების  პროგრამის“  ფარგლებში  გამოყოფილი ასიგნებებიდან  პროგრამა „ცოდნის კარი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე დანართი განსაზღვრავს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    „სახელმწიფო          სასწავლო, სამაგისტრო    გრანტების,   დოქტორანტურის   პროგრამებისა   და   ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ განხორციელების წესსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხული პირების დაფინანსებას, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო,  სამაგისტრო   გრანტების,  დოქტორანტურის  პროგრამებისა   და   ახალგაზრდების   წახალისების  პროგრამის“  ფარგლებში „ცოდნის კარის“ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების  სახელოვნებო და შემოქმედებით  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  ჩარიცხული  პირების დაფინანსების  წყარო  ასევე შეიძლება  იყოს  „საქართველოს  2014  წლის  სახელმწიფო  ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს კანონით  საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებები;“;

დ) მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო  პროგრამებზე  ჩარიცხული  ბენეფიციარებიდან  „საქართველოს  2014  წლის  სახელმწიფო  ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატების შერჩევა, შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ მუხლით დადგენილი  წესით,  ხოლო  დაფინანსების  გაცემას,  საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

6. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დაფინანსებულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.“;

ე) მე-7 მუხლის „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების  „საქართველოს 2014  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს    კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის   პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების  პროგრამის“  ფარგლებში  პროგრამა  „ცოდნის  კარისათვის“ გამოყოფილი  ასიგნებებიდან ან  „საქართველოს  2014  წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს  კანონით  საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დაფინანების შესახებ;

დ) იღებს გადაწყვეტილებას „ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის, ასევე, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატებისათვის დაფინანსების გამოყოფისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;“;

ვ) 81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების  საგანმანათლებლო   პროგრამებზე   ჩარიცხული   პირებიდან  „ცოდნის  კარის“ პროგრამის,  ასევე, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს  კანონით საქართველოს  კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის    სამინისტროსათვის   გამოყოფილი   შესაბამისი   ასიგნებების   ფარგლებში  დასაფინანსებელი   კანდიდატების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას, სათანადო დასაბუთებით,  იღებს საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის  გრანტის მინიჭების  საკითხების  განმხილველი  კომისია. აღნიშნული პირების დაფინანსების  საკითხის  გადაწყვეტისას  სპეციალური  საკონკურსო  კომისია  მხედველობაში  იღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი