სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.017755
136
07/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
120260020.10.003.017755
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2014 წლის 7 თებერვალი

ქ.თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და  22-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქა­ლაქ­ეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2014 წლის 10 თებერვლიდან 2014 წლის 30 ივნისამდე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვე­დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 წვე­ვამდელით.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამი­ნის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელ­აღ­სრუ­ლების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმარ­თველოს გარე დაცვის სამმართველოში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა გა­ნისაზღვროს 782 წვევამდელით.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვე­­დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 600 წვევამდელით.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამი­­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღ­სრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმარ­თველოს გარე დაცვის სამმართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამ­ხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქა­ლაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შე­სა­ბამის სამსახურში რეგისტრაციის (საცხოვრებელი) ადგილის მიხედ­ვით.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, განუ­საზღვროს გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომ­ლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვ­ლევისათვის.

8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწ­ვე­ვის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლი­­ან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწ­ყე­ბის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახ­მარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბი­ლისში – რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამ­ხედრო სავალდებულო სამსახურს.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამ­სახურში გაწვევის პროცესს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი