„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის N25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის N25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04/01-03
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016047
04/01-03
07/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
010320040.33.062.016047
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის N25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის N25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის

ბრძანება № 04/01-03

2014 წლის    7 თებერვალი

ქ. თბილისი       

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ’’  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის N25/01-03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.33.062.016041) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.  წარმომადგენლობის აპარატის უფროსი

41.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

41.2. წარმომადგენლობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;

გ) მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

ე) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

41.3. წარმომადგენლობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტიცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“

ე) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ვ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ი) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება  ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:

კ.ა) 2012 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.ბ) 2012 წლის 25 იანვრის №3  დადგენილება ,,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.გ) 2012 წლის 25 იანვრის №4  დადგენილება ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.დ) 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება ,,ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ.’’.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

7.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

7.2. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;

გ) მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel,   აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

ე) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

7.3.  წარმომადგენლობის  დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’;

ვ) საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება ,,იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:

კ.ა) 2012 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.ბ) 2012 წლის 25 იანვრის №3  დადგენილება „იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.გ) 2012 წლის 25 იანვრის №4  დადგენილება ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ.დ) 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება ,,ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ლ) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ.’’.

3. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  მთავარი ბუღალტერი

51.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს  განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

51.2. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (ფინანსური მიმართულებით) - არანაკლებ 3 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

დ)  არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

51.3. წარმომადგენლობის მთავარი ბუღალტერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II და VI თავები)

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის N225 ბრძანება ,,სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’;

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;      

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილება ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ;

4. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. წარმომადგენლობის აპარატის მთავარი სპეციალისტი

61.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

61.2. წარმომადგენლობის აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

დ) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

61.3. წარმომადგენლობის აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;(I,III,IV,VI)

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება  ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:

ვ.ა) 2012 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ვ.ბ) 2012 წლის 25 იანვრის №3  დადგენილება ,,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ვ.გ) 2012 წლის 25 იანვრის №4  დადგენილება ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ვ.დ) 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება ,,ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

5. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

14.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

14.2. წარმომადგენლობის   დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel,   აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

დ) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

14.3. წარმომადგენლობის  დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;(I,III,IV,VI)

დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’;

ე) საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’;

თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანება ,,იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:

ი.ა) 2012 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ი.ბ) 2012 წლის 25 იანვრის №3  დადგენილება ,,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ი.გ) 2012 წლის 25 იანვრის №4  დადგენილება ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ი.დ) 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება ,,ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ.’’.

6. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

15. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

15.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

15.2. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული  განათლება;

ბ)კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

გ) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის ცოდნას).

დ)  მუშაობის გამოცდილება –  არანაკლებ 1 წელი;

15.3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;(I,III,IV,VI)

დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’;

ე) საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’;

ვ)   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ზ) 2012 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ.’’.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                              კონსტანტინე კუჭუხიძე