დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016236 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 120340000.22.026.016181, 30/04/2013) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:‘‘. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს თანდართული დებულება.‘‘. 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულება‘‘. 5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო (შემდგომ - სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.‘‘. 6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება; ბ) საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;‘‘. 7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.‘‘. ბ) მე-5 პუნქტის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;‘‘. 8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მონიტორინგის განყოფილება - უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.‘‘. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები