„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.142.016074
5
10/02/2014
ვებგვერდი, 14/02/2014
040110030.35.142.016074
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

        ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. ნინოწმინდა

 

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 10/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით ქონების  პრივატიზებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის გამგეობა, აუქციონის ორგანიზების მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, კომისიის მდივანი, რეგისტრატორი და სააუქციონო კომისიის წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (ადმინისტრაციულ დაპირებას);.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ninotsminda.ge),  რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ  ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.ninotsminda.ge) ამ მუხლის მე–3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს’’.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი