დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1962-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.017324 |
|
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება − საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა.“. 3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.“. 4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მთავარ არქიტექტორთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1962-IIს |
დოკუმენტის კომენტარები