დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს ავსტრიის სატყეო-ს (ოსტერეიხე ბუნდეს ფორსტე ეი ჯი)-ს წარმომადგენლობა საქართველოში“-სთვის (უცხოური საწარმოს ფილიალი) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016579 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №180
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„ სს ავსტრიის სატყეო-ს (ოსტერეიხე ბუნდეს ფორსტე ეი ჯი)-ს წარმომადგენლობა საქართველოში“-სთვის ( უცხოური საწარმოს ფილიალი) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ‑ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ სატყეო საააგენტოს, მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება – ავტომობილი MITSUBISHI (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: L 200) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში (პროექტის – „ბორჯომის ტყის ადაპტირებული მდგრადი მართვა“ (BFW) დასრულებამდე) გადასცეს „ სს ავსტრიის სატყეო-ს (ოსტერეიხე ბუნდეს ფორსტე ეი ჯი)-ს წარმომადგენლობა საქართველოშის” (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ 205206150).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები