დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.055.016038 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016015) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულებაში“ (შედგომში - დებულება) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი. მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი“. 2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის 31, 32 და 33 პუნქტები. 3. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ცენტრის უფროსის დავალებით.“. 4. დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სატრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი.“. 5. დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის უფროსს ან/და უფროსის მოადგილეებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ასრულებს ცენტრის უფროსის და/ან უფროსის მოადგილეების ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.“. 6. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ცენტრის აპარატი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; გ) იურიდიული განყოფილება; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტი; ვ) სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი“. 7. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები 1. ცენტრის აპარატი: ა) ცენტრის უფროსის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის უფროსის მიერ დანიშნული თათბირების ან/და შეხვედრების გამართვის ორგანიზება და ოქმის წარმოება; გ) ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების განხორციელება; დ) ინფორმაციის მართვის სისტემების შექმნა;
ე) ტექნიკასა და მომხმარებელს შორის არსებული პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა; 2. იურიდიული განყოფილება: ა) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და სამართალდამცავ ორგანოებში; გ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ა) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების შესახებ; ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას; გ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შემდგომში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას; დ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას; ე) ცენტრის პროგრამების/პროექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას, ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და შემოქმედებითი სამუშაოს ხელმძღვანელობას (სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება); ვ) ახორციელებს საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა); ზ) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ მხარდაჭერას; ი) ახორციელებს ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და მათით დაინტერესებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას; კ) არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას; გ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაციას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს კორესპონდენციის საქმისწარმოებას; ე) წარმართავს საარქივო საქმიანობას; ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას; თ) არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს. 5. სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტი: ა) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, ,,მოხალისეობის ინსტიტუტის“ დანერგვასა და პოპულარიზაციას ბავშვებსა და ახალგაზრდებში; გ) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ქმნის ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებს მოხალისეობრივ აქტივობებში; დ) ეხმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებს ზოგადი ცოდნის ხარისხის ამაღლებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში; ე) გეგმავს და ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალურ თამაშებს; ვ) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას; ზ) იწვევს ექსპერტებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების შესახებ ლექცია-სემინარების ჩასატარებლად; თ) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ი) მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ახდენს კონკრეტული პროგრამების/პროექტების ინიციირებასა და განხორციელებას; კ) მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ამაღლების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან; ლ) მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს/პროექტებს; მ) პოპულარიზაციას უწევს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივებს საზოგადოებაში; ნ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო პროგრამების/პროექტების შესახებ და ხელს უწყობს მათ ჩართვას საერთაშორისო აქტივობებში; ო) საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, ,,ევროპის მოხალისეობრივი სერვისის" აკრედიტაციის ფარგლებში, იღებს მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან; პ) მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურებთან, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე; ჟ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევასა და მონაწილეობას; რ) ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების მხარდაჭერას; ს) არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს მცირე და მასშტაბურ კვლევებს, მიზნობრივი და ცნობიერების ასამაღლებელი სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და ტრენინგების ორგანიზებას, თემატური დისკუსიების მოწყობას და შედეგების შეფასებას; ტ) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტეგრაციისა და ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას; უ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ახორციელებს მიზნობრივი პროგრამების/პროექტების შესრულებას, ხელს უწყობს თვითმმართველობებისა და სასკოლო კლუბების აქტივობის გაზრდას, მათი ინიციატივების პრაქტიკულ რეალიზაციასა და მხარდაჭერას; ფ) ცენტრის მიზნების რეალიზაციის მიზნით, ახორციელებს გრანტებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრების მოძიებას; ქ) ყოველი პროგრამის/პროექტის დასრულების შემდგომ, უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას; ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს. 6. სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი: ა) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ბ) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპეციალური სპორტული პროგრამების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას; დ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, აგრეთვე, ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას; ე) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში ჩართვასა თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით; ვ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის ბენეფიციართა შერჩევას, ინფორმირებას, მობილიზებასა და კოორდინირებას; ზ) ახორციელებს ცენტრის, მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების მიერ ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფასებასა და ადგილზე ზედამხედველობას, შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების, ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით; თ) სამომავლო პროგრამების/პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას; ი) ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს; კ) ყოველი პროგრამის/პროექტის დასრულების შემდგომ, უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები