სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „N ქირონ +“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „N ქირონ +“- ს შორის გასაფორმებელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016553
  • Word
144
27/01/2014
ვებგვერდი, 17/02/2014
000000000.00.003.016553
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „N ქირონ +“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „N ქირონ +“- ს შორის გასაფორმებელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №144

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ N ქირონ +“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „N ქირონ +“- ს შორის გასაფორმებელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის Nბს-21-17(კ-13) განჩინების შესაბამისად , ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. № 5-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №01.13.02.006 .018.01.516) და ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. № 5-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სარდაფის სართულზე მდებარე 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი № 01.13.02.006.018.01.525) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ N ქირონ +“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი № 202462655).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს :

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში ;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული № 01.13.02.006 .018.01.516 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აღჭურვა საჭირო ავეჯით, კომპიუტერული, სამედიცინო დანადგარებითა და ინვენტარით „ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარ ული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთ ავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების შესაბამისად;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული № 01.13.02.006 .018.01.516 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „N ქირონ +“- ს შორის ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი               ი . ღარიბაშვილი