დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016552 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №143
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული ინფორმაცია და წინადადებები.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, განახორციელონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორთან - TUV Rheinland Group მოლაპარაკების წარმოება, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში , მათთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება, საქართველოში არსებული გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები