დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.032.016139 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანებაში (ვებგვერდი, 110809011, 10/08/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის შევსების და წარდგენის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794, 1795 და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე-741 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794,1795 და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-741 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები