,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016071
1
07/02/2014
ვებგვერდი, 11/02/2014
190020020.35.102.016071
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტის   დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013; 190.020.020.35.102.016.070)  მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. აჟარის  (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის,  სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის, კულტურის,  დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარებისათვის 2014 წელს მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია.  ძირითადი პრიორიტეტებია:

ორგ.კოდი

დასახელება

2012 წლის ფაქტი

2013 წლის გეგმა

2014გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან

საკუთარი შემოსავლები

01 00

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

503.2

0.0

503.2

539.1

0.0

539.1

545.2

0.0

545.2

02 00

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

52.6

0.0

52.6

81.5

0.0

81.5

81.4

0.0

81.4

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

4.9

0.0

4.9

47.0

0.0

47.0

62.0

0.0

62.0

04 00

განათლება

11.6

0.0

11.6

24.0

0.0

24.0

15.0

0.0

15.0

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

79.4

0.0

79.4

113.6

0.0

113.6

133.2

0.0

133.2

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

195.0

0.0

195.0

244.7

0.0

244.7

226.3

0.0

226.3

1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ( კოდი 06 00)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი  მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებეთ   უზრუნველყოფას.

1.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 01)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის   სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

1.1.1. ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარებები ( კოდი 06 01 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,  იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდულ შესაძლებლობის პირებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მოხდება  სპეციალური სავარძლის შეძენა, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს  500 ლარს;

ბ)  ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები. (დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს).

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერად დაფინანსება (თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით ).

1.1.2. ხანდაზმულთა  სოციალური დაცვა ( კოდი 06 01 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

ა) 80 და მეტი ასაკის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების ერთჯერად დახმარება, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით;

ბ) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა პენსიონერები (თითოეული 200 ლარის ოდენობით).

1.1.3. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა  (კოდი 06 01 03)

ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის კუთხით  ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ: 

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა დედებს - ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 200 ლარის ოდენობით;

ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე), ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;

გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დახმარება - მე-3 და მეტი შვილის შეძენისას. (დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველშემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი);

დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით);

ე) გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება საახალწლოდ, რომლებსაც ჰყავთ 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წელს დაბადებული ბავშვები (თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 70 ლარის ღირებულების სასაქონლო პაკეტით);

ვ) პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

ზ) პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით,  დახმარება  გაეწევათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები.  

1.1.4   ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა (კოდი 06 01 04)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ პირთა ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარება (თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით).

1.1.5   სოციალური დახმარებები    (კოდი 06 01 05)

ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ :  

ა) ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ  დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები, ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე არაუმეტეს 1000 ლარისა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება - ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის დაფინანსების არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

დ) ერთჯერად (200 ლარის) ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 57000-ზე;

ე) საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით.

1.1.6. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სარიტუალო მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება (კოდი 06 01 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, სარიტუალო მომსახურება (თითოეულ ბენეფიციარზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით).

  1. კულტურა, რელიგია,  ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი   ( კოდი 05 00)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების განხორციელებას და ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.

პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2014 წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ,,ს. აჟარის კულტურის ცენტრი“ და ,,ს. აჟარის სპორტსკოლა“.

2.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა ( კოდი 05 01)

პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მხარდაჭერა და დაფინანსება ნიჭიერი სპორტსმენების წახალისების, ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა.

2.1.1 . სპორტული ღონისძიებების დაფინანსება  (კოდი 05 01 01)

2014 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:

ა) „ჭიდაობაში ვარჯიში და სხვა ტურნირებში მონაწილეობა“ - ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ ,,ს.აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები. შეიქმნება მათთვის ვარჯიშისათვის და ტურნირებში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები;

ბ) ,,ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში“ - ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები და აჟარის (ზემოაფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოსწავლე ბავშვები, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;

გ) ,,წარმატებული სპორტსმენებისა და წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება“ - ღონისძიების  ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე და გამარჯვებული ახალგაზრდებისა და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება.

დ) ,,მხიარული სტარტები“ - ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა) იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები, ისინი გაივლიან სათანადო მომზადებას, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიება, ,,მხიარული სტარტები“- ს ფედერაციის მონაწილეობით. მოხდება მონაწილე ბავშვების დაჯილდოვება.

ე) ,,სათხილამურო ტურნირში მონაწილეობა და ვარჯიში“ - ამ ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე მოთხილამურე ბავშვების სათხილამურო წვრთნა და წვრთნაში გამოვლენილი საუკეთესო მოთხილამურეების საქართველოს სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობა.

ვ) ,,ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი და სხვადასხვა ტურნირი ფეხბურთში“ - ღონისძიების ფარგლებში მოხდება საფეხბურთო წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ საფეხბურთო გუნდები, მოხდება საპრიზო ადგილის მფლობელთა გამოვლენა და დაჯილდოება. ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“

საფეხბურთო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში.

ზ) ,,ლაშქრობა“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებილი 17-18 წლის ახალგაზრდებისათვის 2-3-დღიანი ლაშქრობა მარშრუტით  თბილისიდან არმაზის ციხისკენ, სადაც დაათვალიერებენ და გაეცნობიან ფლორას და ფაუნას, სხვადასახვა ღირსშესანიშნაობებს. 

2.1.2.  ა(ა)იპ  ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ დაფინანსება (კოდი 05 01 02)

ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს  ა(ა)იპ  ,,ს. აჟარის სპორტსკოლა“.

2.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა ( კოდი 05 02)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,   დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ს. აჟარის კულტურის ცენტრის მოსწავლეებისათვის სამეცადინოდ შესაბამისი პირობების შექმნა.

2.2.1 . კულტურული  ღონისძიებების დაფინანსება ( კოდი 05 02 01)

მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი  კულტურული ღონისძიებები:

ა) ,,შევიცნოთ მშობლიური მხარე“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდების ექსკურსიაზე წაყვანა დაბა ყაზბეგში სადაც მოსწავლე -ახალგაზრდობა გაეცნობა ისტორიული ძეგლებს;

ბ) ,,საახალწლო კონცერტი“- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისათვის ქ. თბილისში გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც ა(ა)იპ ,,ს. აჟარის სპორტ-სკოლის“ მოსწავლეები იცეკვებენ  და იმღერებენ მოწვეულ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად. კონცერტს დაესწრება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა;

გ) ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“ - ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების წაყვანა მთაწმინდის პარკში, მათთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონებზე გასართობად ბარათების შეძენა და ნაყინით გამასპინძლება;

დ) ,,იმოგზაურე საქართველოში“ - ღონისძიების ფარგლებში მოხდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩასახლებული ახალგაზრდების წაყვანა სამეგრელოს   ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად;

ე) ,,1991-2008 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“- ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი საომარი მოქმედებების დროს და საქართველოს მთლიანობისთვის შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქციის მოწყობა და გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;

ვ) ,,სიმღერის და ცეკვის სწავლება“ - ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ ,,ს. აჟარის კულტურის ცენტრთან“ არსებული სიმღერისა და ცეკვის წრეებისათვის მოწვეულები იქნებიან ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პედაგოგები. იქნება დაქირავებული დარბაზი , სადაც ბავშვებს ყველა პირობა ექნებათ სავარჯიშოდ;

ზ) ,,ინტელექტულურ-შემეცნებითი პროექტი „ერუდიტი“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი სკოლის მოსწავლე 100-150 ბავშვის მონაწილეობა ინტელექტულურ-შემეცნებით პროექტ „ერუდიტში“ მონაწილეობა, მოხდება დებულების შემუშავება, თამაშის ორგანიზება, გამარჯვებულთა დაჯილდოვება;

თ) ,,დედაენის დღე“ - დედაენის დღესთან დაკავშირებით ზემო აფხაზეთის რესურს ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდები;

ი) ,,გასართობი ღონისძიება“ - ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ახალი წლის წინა დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის შეძენილ იქნება დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტზე დასასწრები ბილეთები. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შერჩეული იქნება წარმოდგენა სათანადო ასაკობრივი ჯგუფისათვის და მოხდება დასწრების ორგანიზება;

კ) ,,სოხუმის თეატრი“ - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსწავლე ახალგაზრდობისათვის შეძენილი  იქნება  ბილეთები კონსტანტინე გამსახურდიას  სახელობის „სოხუმის სახელმწიფო თეატრსა“ და ნოდარ  დუმბაძის სახელობის „მოზარდმაყურებელთა თეატრში“ სპექტაკლზე დასასწრებად;

ლ) ,,ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და პროექტების დაფინანსება“  - სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდების  გააქტიურებისა და  მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების, მხარდაჭერის  მიზნით, პრიორიტეტული იქნება კოდორზე, მის წარსულზე მატიანის სახით წარმოდგენილი მასალები.   ასევე  დაფინანსდება ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტები და   ინიციატივები, რომელთა მხარდაჭერაც მოხდება ამ პროგრამის საშუალებით, დაფინანსდება ასევე კონფერენციებში მონაწილეობა, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსება და ა.შ.

2.2.2. ა(ა)იპ „ს. აჟარის კულტურის ცენტრის“ დაფინანსება (კოდი 05 02 02)

დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ა(ა)იპ „ს.აჟარის კულტურის ცენტრი“.

2.3. რელიგიის მსახურთა  ხელშეწყობა (კოდი 05 03)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სასულიერო პირების რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობა.

  1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (კოდი 02 00)

საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 

3.1. საგანგებო სიტუაციების მართვა ( კოდი 02 01)

არსებული რესურსების ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობის უზრუნველყოფაში ხელშეწყობა.

3.2.  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა ( კოდი 02 02)

საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

 4. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ( კოდი 03 00)

პროგრამის მიზანია   ხელი შეუწყოს  2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული,  ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე  ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურული, საბინაო-კომუნალური  მდგომარეობის გაუმჯობესებას.

4.1. საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა  ჩასახლებებში)  (კოდი 03 01)

საქართველოს ტერიტორიაზე  ათეულობით  არასამთავრობო და  საბიუჯეტო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ინფრასტრუქტურული სახის პროექტების განხორციელებით. მათი მიზანია ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი პრობლემების  გადაჭრას, როგორიცაა დევნილთა ჩასახლებებში მათი საცხოვრისის გარე და შიდა რემონტების და შემოგარენის მოწყობის დაფინანსებას და  შექმნან  მექანიზმები  შემდგომში ამ  პრობლემების თავიდან ასაცილებლად. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკუთარი საქმიანობის  დაგეგმვა და განხორციელება ძირითადად  დაკავშირებულია  საერთაშორისო  დონორი  ორგანიზაციების  მიერ  გამოცხადებულ  კონკურსებთან  და  მათი დაფინანსების ძირითადი წყარო  ამ კონკურსში გამარჯვების შედეგად  მოპოვებული თანხებია.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი დადებითად  აფასებს ამ ორგანიზაციების მიერ  გამოჩენილ აქტიურობას და მათ საქმიანობას  და  ხელშეწყობის მიზნით  აცხადებს  მზადყოფნას  გარკვეული  თანადაფინანსებით  წაახალისოს  ყველა  ის ორგანიზაცია (საბიუჯეტო საბავშო ბაგა-ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები  და ა.შ.), არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სხვა), რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი  ორგანიზაციებიდან  გრანტის მიღების გზით მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის  განხორციელებით  ხელს  შეუწყობს  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილების საცხოვრებელი პირობების  მდგომარეობის გაუმჯობესებას.

5. განათლება (კოდი 04 00)

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

5.1. სკოლამდელი განათლება ( კოდი 04 01)

პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  2014 წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის   ა(ა) ი პ - ,, აჟარის საბავშვო ბაღი“.

მუხლი 2
 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი