დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016167
3
07/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
280070120.35.152.016167
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით  (სსმ, 30,01/2013, ს/კ 280070120.35.152.016109) დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ მუხლი 7

 ხანძრით, სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებული ოჯახების დახმარება

 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით,  სტიქიური მოვლენებით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს;

 2. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს, ერთჯერადი დახმარება გაეწევათ 1000 (ერთი ათასი) ლარამდე ოდენობით.

 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია   დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდეობაზე მეტი თანხა“.

   4.  დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

  ა)  განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;

  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

  გ) ცნობა კომპეტენტური დაწესებულებიდან, ან სტიიქით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა (ასეთი კომისიის არსებობის შემთხვევაში);

 დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი