დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის რეგიონში „ალპანა“ და „სადმელი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016546 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№135
2014 წლის27იანვარი
ქ. თბილისი
რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის რეგიონში „ალპანა“ და „სადმელი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის რეგიონში „ალპანა“ და „სადმელი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს კომპანია „Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები