დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-8/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016240 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/06/2012, 040030000.22.035.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი” (შემდგომში – ცენტრი) არის ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის განმახორციელებელი დაწესებულება, რომელიც შექმნილია „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 7 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები