„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016138
3
06/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
010260020.35.108.016138
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

     სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის  შესაბამისად

      სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1.  „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016022) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „1.  მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას  და  ბიუჯეტის  შესრულების   შესახებ  ანგარიშგებას,  სამეურნეო-ტექნიკურ უზრუნველყოფას.“;

ბ) დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „ე) სამეურნეო-ტექნიკური  განყოფილება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ყ1“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ყ1)  გამგეობის სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას; ადმინისტარციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურეობას; საჭირო საოფისე ტექნიკით და მასალებით მომარაგებას.“;

 დ) დადგენილებით  დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  მე-10 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 10. სამეურნეო-ტექნიკური  განყოფილების ფუნქციები

სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა) გამგეობის სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული  ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას, სანიტარიული ნორმების დაცვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობას და დაცვას;

 ბ)  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

დ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე  მასალებით მომარაგებას;

 ე) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

  ვ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული  ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ  მომსახურეობას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია