„ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016111
7
06/02/2014
ვებგვერდი, 14/02/2014
010260020.35.118.016111
„ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. ონი

 

,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016107) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის)  500 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დახმარება გაიცემა  ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომელთაც დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ საცხოვრებელი სახლი  100-დან 2000 ლარამდე.“;

გ) მე-8 მუხლის  მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შესაბამისი კომისიის აქტი ზარალის ოდენობის შესახებ;“;

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10.  ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარება

1. ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.“;

ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში – სამსახური).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე