„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს N01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს N01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016242
01-10/ნ
11/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
470230000.22.035.016242
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს N01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-10/ნ

2014 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს  №01-33/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/08/2013; 470230000.22.035.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი რეგულაციის ამოქმედებამდე ერთჯერადად წარმოადგინოს ,,ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის (ფორმა №3) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №3 (შემდგომში - ფორმა №3) რეცეპტის ბლანკზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების, გამოწერის პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვის გეგმა-გრაფიკი (პერსონალის ინფორმირება, ტრენინგი, რეცეპტის ბლანკზე ეტაპობრივად გამოსაწერი მედიკამენტების ნუსხა).

5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია  ყოველი კვირის ბოლოს ელექტრონულ პორტალზე ასახოს ინფორმაცია ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე   გამოწერის შემთხვევათა რაოდენობის შესახებ.”;

ბ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81.. ბლოკი ,,რეცეპტები” ივსება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს ფორმა №3 რეცეპტის გამოწერას და მიეთითება ყოველკვირეულად გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა.”.

2. ბრძანების  დანართი №1.1 (დაწესებულების საპასპორტო მონაცემები)  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი მახათაძე