„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1945-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016195
1945-რს
24/01/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
010100000.09.001.016195
„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

   საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმა“.

   2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

24 იანვარი 2014 წ.

N1945-რს





1. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა

   მიზანი: გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და გაძლიერება, კანონმდებლობის შექმნა გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

1.1. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება

1.1.1. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა დამატებითი საშტატო ერთეულის შექმნით

საქართველოს პარლამენტის აპარატში გენდერული თანასწორობის სპეციალისტის საშტატო ერთეული დამტკიცებული და შევსებულია

საქართველოს პარლამენტი

2014-2015

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.1.2. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის გენდერული აუდიტის შედეგების ანალიზი  და რეკომენდაციების მომზადება

აუდიტი დასრულებულია;

რეკომენდაციები მომზადებული და გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტი

2014−

2016

დონორი ორგანიზაციები

1.1.3. კანონპროექტების გენდერული ანალიზისათვის საჭირო კადრების მომზადება; მათთვის აუცილებელი ცოდნის მიწოდება და სათანადო უნარების განვითარება/შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება

მომზადებული კადრების რაოდენობა;
კანონპროექტების რაოდენობა, რომელთა  გენდერული ანალიზიც ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციები; ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები

2014-2015

დონორი ორგანიზაციები

1.1.4. კანონპროექტების გენდერული ანალიზის  დანერგვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატების თანამშრომლებთან კოორდინაციით

კანონპროექტების რაოდენობა, რომელთა

გენდერული ანალიზიც

ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო; საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.1.5. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების ერთ დოკუმენტად გაერთიანების საკითხის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება

რეკომენდაციები მომზადებული და გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია

2016

საქართველოს პარლამენტი

1.1.6. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ახალი სამოქმედო გეგმის/გეგმების პროექტის/პროექტების

შემუშავება

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის/გეგმების  პროექტი/პროექტები შემუშავებულია

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

1.2.

სასამართლო  სისტემაში  დასაქმების პროცესში გენდერული პარამეტრების გათვალისწინება და გენდერული

სტატისტიკის წარმოება 

 

 

1.2.1. სასამართლო სისტემაში ტესტირების განხორციელებისას და საგამოცდო პროგრამებში, აგრეთვე კონკურსების მიმდინარეობისას გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების გათვალისწინება

ტესტირების განხორციე-ლებისას და საგამოცდო პროგრამებში, აგრეთვე კონკურსების მიმდინარეობისას გენდერული თანასწორობის პრინციპები გათვალისწინებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო/ სასამართლო

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.2.2. ქალ და მამაკაც მოსამართლეთა და სასამართლოების თავმჯდომარეთა რიცხობრივი და პროცენტული რაოდენობების შესახებ სტატისტიკის წარმოება

სტატისტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო/ სასამართლო

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.2.3. სასამართლოს მოხელეთა და მენეჯერულ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა შორის გენდერული ბალანსის შესახებ სტატისტიკის წარმოება

სტატისტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო/სასამართლო

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.2.4. სასამართლოში მოსარჩელეთა გენდერული სტატისტიკის წარმოება

სტატისტიკა

სასამართლო

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.2.5. მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის თაობაზე ტრენინგის ჩატარება

სტატისტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა

2014−

2016

დონორი ორგანიზაციები

1.3. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან  გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის შექმნა

1.3.1. გენდერული თანასწორობის

უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბება მინისტრების მოადგილეების შემადგენლობით და კომისიის

დებულების დამტკიცება

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია შექმნილია

შესაბამისი უწყებები

2014

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.3.2. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გენდერული თანასწორობის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღება და დაკავება

გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შემოღებული და დაკავებულია

საქართველოს მთავრობა

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.3.3. ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება და კოორდინირება 

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები განხორციელებულია

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო; გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

1.3.4. საქართველოს მთავრობაში კანონპროექტების გენდერული ანალიზის დანერგვა

კანონპროექტების რაოდენობა, რომელთა გენდერული ანალიზიც ჩატარდა

საქართველოს მთავრობის კანცელარია

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.3.5. სამინისტროებში კანონპროექტების გენდერული ანალიზის დანერგვა

კანონპროექტების რაოდენობა, რომელთა  გენდერული ანალიზიც ჩატარდა

შესაბამისი სამინისტროები

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.3.6. კანონპროექტების გენდერული ანალიზისათვის საჭირო კადრების მომზადება; მათთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება

ჩატარებული ტრენინგებისა და მომზადებული კადრების რაოდენობა

არასამთავრობო ორგანიზაციები;

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები

2014-2015

დონორი ორგანიზაციები

1.3.7. სამინისტროების გენდერული აუდიტის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება

აუდიტი დასრულებულია

შესაბამისი სამინისტროები

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.3.8. სამინისტროების გენდერული აუდიტის შედეგად მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში

გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობა

შესაბამისი სამინისტროები

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.4. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან

1.4.1. გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება

ნორმატიული აქტები

შემუშავებულია,

საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული და მიღებულია                                       

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; სხვა  უწყებები

2014−

2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი  

 

დონორი ორგანიზაციები  

1.5. საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

1.5.1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში, პროგრამების სპეციფიკის მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

სამინისტროების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების პროექტებით გათვალისწინებულ პროგრამებში, საჭიროების შემთხვევაში, ასახულია გენდერული თანასწორობის ასპექტები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.5.2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში, პროგრამების სპეციფიკის მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის   ასპექტების გათვალისწინება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტებით გათვალისწინებულ

პრიორიტეტებსა და პროგრამებში,  საჭიროების შემთხვევაში, ასახულია გენდერული თანასწორობის ასპექტები

მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.5.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის  გენდერული ანალიზის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის  მოსაზრებები და რეკომენდაციები

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

1.6. საჯარო სამსახურის რეფორმის დროს გენდერული პარამეტრების გათვალისწინება

1.6.1. საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ანტიდისკრიმინაციული ნორმების შესრულების მექანიზმების განსაზღვრა

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში

გენდერული პარამეტრები გათვალისწინებულია

საქართველოს მთავრობა;
საქართველოს პარლამენტი

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.6.2. სახელმწიფო უწყებებში კადრების შერჩევისას გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების გათვალისწინება

შინაგანაწესები და სამუშაოს აღწერილობები

გადამუშავებულია

საქართველოს მთავრობა;
საჯარო სამსახურის ბიურო;

შესაბამისი   სამინისტროები;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

1.6.3. საჯარო სამსახურში

სამეთვალყურეო და მმართველობით საბჭოებში გენდერულად დაბალანსებული შემადგენლობის  ხელშეწყობა

ყოველწლიური სტატისტიკა

საქართველოს პარლამენტი;
გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია;
საქართველოს მთავრობა;

შესაბამისი სამინისტროები

2014−2016

დაფინანსებას

არ საჭიროებს

1.7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე

გენდერული სტატისტიკის მონაცემთა ბაზების განახლება

1.7.1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე გენდერული სტატისტიკის მონაცემთა ბაზების (PC-AXIS) განახლება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზებში გენდერული სტატისტიკის დამახასიათებელი ძირითადი ინდიკატორები განახლებულია:  მოსახლეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, შინამეურნეობების, დასაქმებისა და უმუშევრობის, შემოსავლებისა და ხარჯების, ბიზნესსექტორის, სოფლის მეურნეობის, სამართალდარღვევების სფეროებში

საჯარო სამართლის იურიდიული

პირი −

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2014−2016

დაფინანსებას

არ საჭიროებს

   2. განათლება და ცნობიერების დონის ამაღლება

   მიზანი: განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

2.1. განათლების სფეროში მოქმედ ძირითად კანონებში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

2.1.1. გენდერული ანალიზის საფუძველზე,  საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების  მომზადება

გენდერული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ან შესაბამისი დასკვნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014−2016

დონორი ორგანიზაციები

2.2. ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის დანერგვის ხელშეწყობა

2.2.1. სკოლების პედაგოგთა შორის გენდერული ბალანსის მისაღწევად ანალიზის ჩატარება და  სპეციალური საკადრო პოლიტიკის განხორციელება

ანალიზის საფუძველზე

განხორციელებული

საქმიანობა;

მამაკაცი პედაგოგების რაოდენობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

2.2.2. შემდეგი დოკუმენტების გენდერული ანალიზის ჩატარება:
.   ეროვნული სასწავლო გეგმა;
.   მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი;
.   მასწავლებლის პროფესიული გადამზადების ტრენინგ-მოდულები;
.   დირექტორის პროფესიული გადამზადების ტრენინგ-მოდული

ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტის, მასწავლებლის პროფესიული გადამზადების

ტრენინგმოდულების, დირექტორის პროფესიული გადამზადების ტრენინგ-მოდულის გენდერული ანალიზის შედეგები, მომზადებული

რეკომენდაციები და მათში გათვალისწინებული გენდერული პარამეტრები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014−2016

დონორი ორგანიზაციები

2.2.3. გენდერული ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების მომზადება

რეკომენდაციების დოკუმენტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014−2016

დონორი ორგანიზაციები

2.2.4. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეფასების კრიტერიუმების  ანალიზი  და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება გენდერული თანასწორობის დასაცავად

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეფასების კრიტერიუმები

განახლებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

 

2.2.5. გრიფირებისადმი  დაქვემდებარებული სახელმძღვანელოების ავტორ-შემდგენელთა ინფორმირება სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში  გენდერული თანასწორობის

საკითხების გათვალისწინების შესახებ

დაინტერესებული პირებისათვის მასალა

გამოქვეყნებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

2.3. ტექნიკური მიმართულებებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) გენდერული ბალანსის

გაუმჯობესების  ხელშეწყობა  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2.3.1. ტექნიკური მიმართულებების პროფესიული პროგრამების გენდერული ანალიზის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით

ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2014

დონორი ორგანიზაციები

2.4. საკუთარ სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებზე

ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება  არაფორმალური განათლების გზით

2.4.1. არაფორმალური  განათლების თანაბრად უზრუნველყოფა  ქალებისა და მამაკაცებისათვის

პროცესის მონაწილეთა რაოდენობა გენდერული ნიშნის მიხედვით

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

2.5. გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ცნობიერების დონის ამაღლების გზით

2.5.1. გენდერული თანასწორობის საკითხებზე

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა ცნობიერების დონის ამაღლება

ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, მონაწილეთა რაოდენობა

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია; შესაბამისი სამინისტროები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

2.6. გენდერული თანასწორობის პრინციპებზე

საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება

2.6.1. ტელერადიოგადა-  ცემებში გენდერულ თემებზე დისკუსიების გამართვა

მედიამონიტორინგის შედეგები

საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაორგანიზა-ციების, არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ორგანიზაციების დახმარებით

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

2.6.2. ამომრჩეველთა ცნობიერების დონის ამაღლებისათვის

დაფინანსებულ პროექტებში გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება

პროექტების რაოდენობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

2.6.3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მხარდასაჭერად შემოსული, გენდერული პრობლემატიკისადმი მიძღვნილი პროექტების წახალისება

პროექტების რაოდენობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

2.6.4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამების განხორციელებისას და  მხარდასაჭერად შემოსული, გენდერული პრობლემატიკისადმი მიძღვნილი პროექტების წახალისება

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებისათვის განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

2.7. სპორტულ და მასობრივ ფიზიკურ აქტივობებში ქალთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა

2.7.1. სპორტულ და მასობრივ ფიზიკურ აქტივობებში ქალთა მონაწილეობის პოპულარიზაცია და მათი წახალისების მექანიზმების  შემუშავება                           

სპორტულ და მასობრივ ფიზიკურ აქტივობებში მონაწილე ქალთა რაოდენობა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

2.8. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება

2.8.1. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან და მამაკაცებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა

გამართული შეხვედრებისა და დისკუსიების რაოდენობა,

მონაწილეთა რაოდენობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს პარლამენტის

გენდერული თანასწორობის საბჭო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

2.9. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ცნობიერების დონის

ამაღლება

2.9.1. ეროვნული

უმცირესობების წარმომადგენელ ქალებთან და მამაკაცებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა

გამართული შეხვედრებისა და დისკუსიების რაოდენობა,

 

მონაწილეთა რაოდენობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

2.10. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება

 

2.10.1. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეგიონული არაქართულენოვანი ბეჭდური და ელექტრონული მედიის,  რეგიონული ტელერადიოკომპანიების  წარმომადგენლებთან

შეხვედრების გამართვა; მედიის წარმომადგენლებისათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ თემის ეროვნულ უმცირესობათა ენებზე გაშუქება  

ამ თემაზე

გაზეთებში − „ვრასტანში“ „გურჯისტანში“, „სვობოდნაია გრუზიაში“ − სტატიები გამოქვეყნებულია;

ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის არაქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში − „მოამბეში“ –

რეპორტაჟები მომზადებულია; რეგიონული მედიის თოქშოუებსა და სხვა გადაცემებში ეს თემა გაშუქებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

   3. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ეკონომიკის სფეროში

   მიზანი: ეკონომიკის სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

3.1. ეკონომიკურ პოლიტიკასა და დასაქმებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება

3.1.1. სახელმწიფო და კერძო სექტორებში დასაქმების გენდერული ანალიზის ჩატარება (შესაბამისი კვლევის საფუძველზე რეალური სურათის შესწავლა)

ჩატარებული კვლევის შედეგები, მათი ანალიზი და მომზადებული რეკომენდაციები,

ჩატარებული კვლევების რაოდენობა (სექტორების მიხედვით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები

3.1.2. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში ქალთა და მამაკაცთა (განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთა, დევნილთა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა) თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა შესაძლებლობის ფარგლებში

პროგრამებში მონაწილე ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი 

 

დონორი ორგანიზაციები

3.2. ქალთა ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება

3.2.1. ბიზნესსაქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი პროგრამების (საგანმანათლებლო, პრაქტიკული უნარების განვითარების) შემუშავება

ჩატარებული კვლევის შედეგები,

საჭიროების შემთხვევაში −

მომზადებული რეკომენდაციები,

განხორციელებული პროგრამები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014-2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

3.2.2. დასაქმებულ ქალთა (განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთა, დევნილთა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა) ბიზნესგანათლება მათი ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად

ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 

 

დონორი ორგანიზაციები

3.3. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ან/და ამ საქმიანობით დაინტერესებულ ქალთა ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება

3.3.1. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ან/და ამ საქმიანობით დაინტერესებული ქალებისათვის საგანმანათლებლო-საკონსულტაციო პროგრამების განხორციელება:  მიზნობრივი საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფით, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით, ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით

გამართული სამუშაო შეხვედრებისა და ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ინფორმირებულ ქალთა რაოდენობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

3.4. აგრობიზნესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

3.4.1. აგრობიზნესში დასაქმებულ ქალთა ცოდნის დონის ამაღლება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დანერგვა                             

კონსულტაციების მიმღებთა რაოდენობა; დანერგილი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და გაცემული კრედიტების რაოდენობა (ჯამური თანხა)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

3.5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებაში ქალთა მონაწილეობა

3.5.1. ქალთა ინფორმირება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშვნელობის/

საჭიროების შესახებ,

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და ფუნქციონირების პროცესში მათთვის სამართლებრივი და ტექნიკური კონსულტაციების გაწევა

კომპეტენციის ფარგლებში გაწეული კონსულტაციებისა და გამართული

შეხვედრების რაოდენობა,

შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

3.6. ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება პროდუქტიულობის გაზრდის, დამატებითი შემოსავლებისა და შრომატევადობის შემცირების მიზნით

3.6.1. ოჯახებისთვის ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდა

გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

3.6.2. განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროების ათვისების ხელშეწყობა გარემოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის

ახალი პროექტების რაოდენობა

საქართველოს  ენერგეტიკის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

3.6.3. მუშაობა ენერგოეფექტიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით

გამართული შეხვედრების/ საინფორმაციო საშუალებებში განთავსებული ინფორმაციის რაოდენობა

საქართველოს  ენერგეტიკის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

3.6.4. ენერგეტიკულ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნისა და ქალის როლის დამკვიდრების ხელშეწყობა

დასაქმებული ქალების რაოდენობა

საქართველოს  ენერგეტიკის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

   4. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში

   მიზანი: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

4.1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი

4.1.1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სფეროს მარეგულირებელი  კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება

ჩატარებული ანალიზის შედეგები, მომზადებული რეკომენდაციები

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დამოუკიდებელი ექსპერტები

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

4.2. ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გენდერული დისკრიმინაციის გარეშე

4.2.1. ქალისა და მამაკაცისათვის                   ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის კვლევა და ანალიზი, არსებული ვითარების დადგენა

ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგები, მომზადებული რეკომენდაციები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014-2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

4.2.2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისას გენდერული თანასწორობის ასპექტებისა და ინდიკატორების გათვალისწინება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებში ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) ინდიკატორები და გენდერული  თანასწორობის ასპექტები გათვალისწინებულია

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

4.3. რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა

4.3.1. მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და ჩატარება

რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ინფორმირებული მედია და არასამთავრობო სექტორი; შესაბამისი გადაცემებისა და ღონისძიებების რაოდენობა

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

4.4. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის დარღვეული ბალანსის შესწავლა და შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა

4.4.1. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის ბალანსის დარღვევის მიზეზების შესწავლა

ჩატარებული კვლევის შედეგები, მომზადებული რეკომენდაციები

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

4.4.2. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაბადებისას სქესთა თანაფარდობის დარღვეული ბალანსის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება

დაბადებისას სქესთა თანაფარდობის დარღვეული ბალანსის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავებულია

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

 

2014-2015

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

4.5. ჯანდაცვის პერსონალის ყველა საგანმანათლებლო  პროგრამაში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

4.5.1. ჯანდაცვის პერსონალის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურიკულუმების გადახედვა და მათში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

ჯანდაცვის პერსონალის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურიკულუმებში გენდერული თანასწორობის ასპექტები გათვალისწინებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები; პროფესიული ასოციაციები

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   5. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა

   მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

5.1. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება

5.1.1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის

გაზრდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშემწყობი მექანიზმები და რეკომენდაციები შემუშავებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.1.2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში წარმოდგენილი ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა

ჩატარებული  ტრენინგების რაოდენობა, მონაწილეთა რაოდენობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.1.3. მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღება და დაკავება;

მათთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება

მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებში

მრჩეველთა რაოდენობა, ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

მუნიციპალიტეტები

2014−2016

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

5.1.4. საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის  გაძლიერება და მისი მდგრადობის ხელშეწყობა, ფორუმის წევრთა უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება

სხვადასხვა საკითხზე ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა,
აქტიურ ქალთა რაოდენობა

საქართველოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.1.5. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სპეციალური პროგრამების შექმნა (მათ შორის, სოფლად მცხოვრები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისათვის), ლიდერ ქალთა გამოვლენა და  გაძლიერება

გამოვლენილ ლიდერ ქალთა რაოდენობა, ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

საქართველოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.1.6. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაში გენდერული პარამეტრების გათვალისწინება და მისი განხორციელების ხელშეწყობა

განხორციელებულ საქმიანობებში მონაწილე გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობა

საქართველოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
საქართველოს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.2. სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის შემუშავება და ადგილობრივ დონეზე განხორციელება

5.2.1. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გენდერული  თანასწორობის ასპექტები 

სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკა შემუშავებულია 

საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.2.2. სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის  ეფექტიანად  განხორციელები-

სათვის შესაბამის აღმზრდელთა გადამზადება და გადამზადების პროგრამაში გენდერული თანასწორობის საკითხების ასახვა

ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, გადამზადებული პედაგოგების რაოდენობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.2.3. სკოლამდელი განათლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება

განსაზღვრულია საქმიანობები, რომელთა მიზანია სკოლამდელი განათლების სტრატეგიაში გენდერული თანასწორობის საკითხების  გათვალისწინება; მეთოდოლოგიურ მასალებში ასახულია გენდერული თანასწორობის  საკითხები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

სხვა შესაბამისი უწყებები;

მუნიციპალიტეტები

 

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი
 

დონორი ორგანიზაციები

5.2.4. სკოლამდელი აღზრდის სტანდარტების (საგანმანათლებლო, კვების და სხვა) განსაზღვრა და დამტკიცება

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტები დამტკიცებულია

საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

5.2.5. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მქონე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რაოდენობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
მუნიციპალიტეტები

2014−2016

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

   6. ქალი და პოლიტიკა

   მიზანი: გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

6.1. პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა

6.1.1. პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა; გენდერული თანასწორობის საკითხებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ცნობიერების დონის ამაღლება; პოლიტიკური  პარტიების პროგრამებში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

ჩატარებული ტრენინგებისა და გამართული შეხვედრების რაოდენობა; პოლიტიკური პარტიების პროგრამებში  გენდერული

თანასწორობის  ასპექტები

გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014−

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

6.1.2. პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის წამახალისებელი კვოტის შესრულებაში

საკრებულოს წევრად არჩეული ქალების რაოდენობა,
საქართველოს

პარლამენტის წევრად არჩეული ქალების რაოდენობა

საქართველოს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014−

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

6.1.3. საარჩევნო სიების  გენდერული ნიშნის მიხედვით აღრიცხვა

ამომრჩეველთა რაოდენობა გენდერული ნიშნის მიხედვით

საქართველოს

პარლამენტი;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია;
სხვა უწყებები

2014−

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

6.2. არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა

6.2.1. შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა

საქართველოს

პარლამენტის წევრად არჩეული ქალების რაოდენობა,         

საკრებულოს წევრად არჩეული ქალების რაოდენობა

საქართველოს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014−

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

6.3. გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა სამინისტროებსა და სხვა უწყებებში

6.3.1. მაღალ თანამდებობებზე ქალთა დანიშვნის ანალიზი და ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა

ჩატარებული ანალიზის შედეგები, იდენტიფიცირებული ფაქტორები და დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები

საქართველოს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
საქართველოს მთავრობა    

2014−

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

   7. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა გარემოს დაცვის სფეროში

   მიზანი: გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

7.1. გარემოს დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის დაცვა

7.1.1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოს დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესში გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობა

პროცესის მონაწილე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი რაოდენობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

2014− 2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის

ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

7.2. გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება გენდერული ბალანსის დაცვით

7.2.1. „გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის ფარგლებში საკითხთა განხილვის პროცესში გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობა

ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა,
პროცესის მონაწილე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი რაოდენობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

 

2014− 2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

7.2.2. მოწყვლადი ჯგუფებისათვის გარემოს დაცვის საკითხებზე სემინარებისა და ტრენინგების (სხვადასხვა ჯგუფისათვის სხვადასხვა სახის სემინარებისა და ტრენინგების) ჩატარება გენდერული ბალანსის დაცვით

ჩატარებული ტრენინგებისა და სემინარების რაოდენობა,
პროცესის მონაწილე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი რაოდენობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

2014− 2016

დონორი ორგანიზაციები

   8. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სამართალდაცვისა და სასჯელაღსრულების სფეროში

   მიზანი: სამართალდაცვისა და სასჯელაღსრულების სფეროში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორი

შემსრულებელი

ვადა

დაფინანსების წყარო

8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა წარმომადგენლობისა და როლის გაზრდა

8.1.1. ცალკეულ       დანაყოფებში დასაქმებულ ქალთა  რაოდენობის გაზრდა

ცალკეულ დანაყოფებში დასაქმებულ ქალთა გაზრდილი რაოდენობა

საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტრო

2014

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ქალთა მოზიდვისათვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება

ჩატარებული კამპანიების რაოდენობა

საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტრო

2014–2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება

8.2.1. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირებისათვის საინფორმაციო კამპანიისა და ტრენინგების ჩატარება

სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან ორგანიზებული შეხვედრების რაოდენობა

საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტრო

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.3. პატიმარ ქალთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გაუმჯობესება

8.3.1. რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების №5 ქალთა დაწესებულების თბილისში გადატანა  

ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული საცხოვრებელი და ყოფითი პირობებით უზრუნველყოფილი ქალთა დაწესებულება

სასჯელაღსრულების

დეპარტამენტი

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

8.3.2. მსჯავრდებულ ქალთა ოჯახებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა

საოჯახო პაემნებით უზრუნველყოფილი მსჯავრდებული ქალები

საქართველოს პარლამენტი; სასჯელაღსრულების

დეპარტამენტი

2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

8.3.3. პატიმარი ქალების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის დანერგვა

შექმნილი სპეციალური ინსტრუმენტები,     ინდივიდუალური მიდგომით უზრუნველყოფილი პატიმარი ქალები

სასჯელაღსრულების

დეპარტამენტი

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.4. ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე საწარმოო ზონის შექმნა

8.4.1. საწარმოო ზონისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა

საწარმოო ზონაში დასაქმებულ მსჯავრდებულ ქალთა რაოდენობა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

2014-2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.5. პატიმარ ქალთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

8.5.1. ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების  შემუშავება და ქალთა დაწესებულებაში განხორციელება

პატიმარ ქალთა რაოდენობა, რომელთაც გავლილი აქვთ ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

2014-2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

დონორი ორგანიზაციები

8.6. პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობის მინიმალური სტანდარტებისა და თავისებურებების განსაზღვრა „ბანგკოკის წესების“ მიხედვით

8.6.1. ტრენინგი ტრენერთათვის „ბანგკოკის წესების“ მიხედვით

გადამზადებული ტრენერების რაოდენობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.6.2. ტრენინგი „ბანგკოკის წესების“  შესახებ ქალთა დაწესებულების ახალ- მიღებული თანამშრომლებისათვის

სერტიფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა

საქართველოს

სასჯელაღსრულე-

ბისა და პრობაციის სამინისტრო

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.6.3. დაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა („ბანგკოკის წესები“ − 1 ტრენინგ-კურსი)

სერტიფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

2014

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.6.4. ტრენინგი „ბანგკოკის წესების“  შესახებ პატიმარ ქალებთან  მომუშავე თანამშრომლებისათვის (2 ტრენინგი)

გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

2015

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი ორგანიზაციები

8.6.5. ტრენინგი „ბანგკოკის წესების“  შესახებ პატიმარ ქალებთან მომუშავე თანამშრომლებისათვის (2 ტრენინგი)

გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი 

 

დონორი ორგანიზაციები  

8.7. გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება მსხვერპლთა მიმართ ძალადობის განხორციელებისას

 8.7.1. სამართალდამცველი ორგანოებისათვის, პროკურორებისათვის პროფესიული ტრენინგების ორგანიზება  

ორგანიზებული ტრენინგების რაოდენობა,  გადამზადებულ პროკურორთა და პროკურორ-სტაჟიორთა

რაოდენობა; სამართალდამცველი ორგანოებისადმი მიმართვების რაოდენობა გაზრდილია

საქართველოს მთავარი პროკურატურა

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი  

 

დონორი ორგანიზაციები 

8.7.2. პროკურორებისათვის სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც ისინი გამოძიების დროს  ქალთა სპეციფიკას გაითვალისწინებენ

სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია

საქართველოს მთავარი პროკურატურა

2014−2016

საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტი