ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
584
28/12/2005
გამოუქვეყნებელი, 0, 28/12/2005
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 584

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყაზბეგისა და დუშე­თის რაიონების მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველ­ყოფის მიზნით:

1. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმით მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ღირებულების ასანაზღაურებლად საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 661 175 (ექვსას სამოცდაერთი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო ამავე მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი.

2. მიმდინარე წელს სს დუშეთგაზისათვის სს იტერა-საქართველოსმიერ ამ მიზნით მოწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურებაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ენერ­გეტიკის სამინისტრომ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვა­ლისწინებული საერთო ასიგნებე­ბიდან გამოყოს 139 868 (ას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდარვა) ლარი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინა­დადებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგე­ტი­კის სამინისტროს ბიუჯეტში.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსი­შვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                                              ზ. ნოღაიდელი