„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 05/02/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016025
26/37
05/02/2014
ვებგვერდი, 05/02/2014
010320000.58.070.016025
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №26/37

2014 წლის 5 თბერვალი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  15.11.2013,  010320000.58.070.016022) დამტკიცებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25–ე პუნქტები:  

,,24. საქმისმწარმოებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

 24.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1–წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) უცხოური  ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

24.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

24.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ)პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

25. ხარისხის კონტროლის მთავარი ექსპერტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

25.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების  (ISSAI) ცოდნა;

გ) აუდიტის და მარწმუნებელი გარიგებების ხარისხის კონტროლის მიმართულებით  მუშაობის არანაკლებ 2–წლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ე) უცხოური  ენის (ინგლისური) ცოდნა.

25.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

25.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია