დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში, სამინისტროს სისტემაში შემავალ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში“, სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში“ და სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016027 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 მაისის №219 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის“, სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისა“ და სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება გაეცნოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის“, სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისა“ და სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის“, სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისა“ და სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ განსაზღვრავს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში; სამინისტროს სისტემაში შემავალ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში“, სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში“ და სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ - საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული ფორმით მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს შესაბამისად: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე press@mrdi.gov.ge ან ვებ-გვერდის www.mrdi.gov.ge შესაბამის გვერდზე - ,,საჯარო ინფორმაცია“ განთავსებული ბლანკის მეშვეობით; ბ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე press@georoad.ge ან ვებ-გვერდის www.georoad.ge შესაბამის გვერდზე - ,,საჯარო ინფორმაცია“ განთავსებული ბლანკის მეშვეობით; გ) სსიპ ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@lsg.gov.ge ან ვებ-გვერდის www.lsg.gov.ge შესაბამის გვერდზე - ,,საჯარო ინფორმაცია“ განთავსებული ბლანკის მეშვეობით; დ) სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე trrcinfo@trrc.ge ან ვებ-გვერდის www.trrc.ge შესაბამის გვერდზე - ,,საჯარო ინფორმაცია“ განთავსებული ბლანკის მეშვეობით; ე) სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე iberidze@mfd.org.ge ან ვებ-გვერდის www.mdf.org.ge შესაბამის გვერდზე - ,,საჯარო ინფორმაცია“ განთავსებული ბლანკის მეშვეობით. 3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ განიხილება. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა |
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დადგენილი წესით ტარდება რეგისტრაციაში შესაბამის დაწესებულებაში მიღებული კორესპონდენციის სახით და ინფორმაციის მომთხოვნს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს. 3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს მომთხოვნს. მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში, ინფორმაცია გაიცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები