ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016118
1/2014
05/02/2014
ვებგვერდი, 05/02/2014
010210010.15.008.016118
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2014

2014 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე



დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  თანხა
(ლარი) 
სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია            34,673,300
  ხარჯები                  34,026,703
  შრომის ანაზღაურება                  19,809,457
  საქონელი და მომსახურება                    7,387,456
  სხვა ხარჯები                    6,829,790
  არაფინანსური აქტივების ზრდა                       440,000
06 02 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები            27,174,500
  ხარჯები                  26,734,500
  შრომის ანაზღაურება                  17,748,500
  საქონელი და მომსახურება                    6,670,800
  სხვა ხარჯები                    2,315,200
  არაფინანსური აქტივების ზრდა                       440,000
06 02 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება                825,500
  ხარჯები                       847,423
  შრომის ანაზღაურება                       131,000
  საქონელი და მომსახურება                       694,500
06 04 03 საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები             1,200,000
  ხარჯები                    1,200,000
  სხვა ხარჯები                    1,200,000
06 04 04 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება             5,473,300
  ხარჯები                    5,473,300
  სხვა ხარჯები                    5,473,300