დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №451
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
„ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 135 200 (ას ოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:
1. №1 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი.
2. №2 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 23 400 (ოცდასამი ათას ოთხასი) ლარი.
3. №3 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ლარი.
4. №4 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი.
5. №5 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 25 200 (ოცდახუთი ათას ორასი) ლარი.
6. №6 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 7 600 (შვიდი ათას ექვსასი) ლარი.
7. №7 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარი.
8. №8 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.
9. №9 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი.
10. №10 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.
11. №11 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
* ქვეყნდება დანართების გარეშე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები