„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.137.016097
6
03/02/2014
ვებგვერდი, 11/02/2014
280120000.35.137.016097
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
           ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის 3 თებერვალი

დ. ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის საფუძველზე, ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.   შეტანილ იქნეს  ცვლილება და დამატება ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში,  კერძოდ:   

 ა)  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-4 მუხლს (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

     ,,3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას, უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ  არ აღემატება  200 (ორასი) ლარს, იგი დაფინანსდება 100 %-ით.

  ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

 ,,ვ) ინფორმაცია გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან  დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი  დაფინანსების  არსებობის და მისი ოდენობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე