„პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016287
153
25/02/2014
ვებგვერდი, 26/02/2014
140130000.22.034.016287
„პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №153

2014 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1008 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013წ.,  140130000.22.034.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

  1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ინახება შესაბამის სისხლის  სამართლის საქმის მასალებთან ერთად.
  2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა წარმოება, ინახება შესაბამის ადმინისტრაციული სამართლის საქმისწარმოების მასალებთან ერთად.
  3. თუ ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ოქმებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს ამ მუხლის პირველ ან მე-2 პუნქტში მითითებული სამართალწარმოება, შესანახად ეგზავნება შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის კანცელარიას (საერთო განყოფილება) ერთი წლის ვადით.
  4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით, შედგენიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში უნდა აისახოს შსს-ს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომაც განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.
  5. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმის შედგენის შემდეგ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მისი წერილობით დამოწმებული ერთი ეგზემპლარი 10 დღის ვადაში გადაეცემა იმ პირს, რომლის მიმართაც დგება შესაბამისი ოქმი.“.
2. პირველი მუხლით დამტკიცებული ოქმების ფორმები (დანართი №1, №2, №3, №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე