დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016750 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) სამინისტროს მიერ მომზადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რეესტრის წარმოება;“ 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი მოადგილის წინაშე.“ 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;“ ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) სამინისტროს მიერ მომზადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რეესტრის წარმოება;“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“ 4. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება;“ ა.ბ) „დ2“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“ 5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრიფირების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრიფირების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები