„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციისა დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016234
5
04/02/2014
ვებგვერდი, 07/02/2014
010250020.35.143.016234
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციისა დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
   ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციისა დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ნოემბრის №81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/11/2013; 010250020.35.143.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.“;

ბ) ინსტრუქციის 29-ე მუხლი ჩამოყალიბებულ იქნეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29. კონკურსის შედეგები

კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრ­თა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე