დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1235
2013 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ ფიზიკურ პირ პავლე ამირანაშვილს (პირადი №01024005922) საკუთრებაში გადასცეს ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1958 კვ.მ. არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები № 1, № 2, № 3 და № 4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.10.15.022.035), ფიზიკურ პირ პავლე ამირანაშვილის (პირადი №01024005922) საკუთრებაში არსებული თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, № 27-ში მდებარე 420 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა № 1-ის – 330 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.10.15.011.018) და 132 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა № 1-ის – 93.01 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.10.15.011.017) სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, იმ პირობით რომ ფიზიკური პირი პავლე ამირანაშვილი (პირადი №01024005922) 2013 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადაიხდის 562 000 (ხუთას სამოცდაორი ათასი) ლარს.
2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ფიზიკურ პირ პავლე ამირანაშვილის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით № 01.10.15.022.035 ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში ფიზიკურ პირ პავლე ამირანაშვილის მიერ დამატებით გადასახდელი თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ , დატვირთულ იქნეს იპოთეკის უფლებით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები