დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.029.016150 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის №60 ბრძანების (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.029.016046) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების“ (შემდგომში - დებულება) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები