საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1148
05/09/2013
გამოუქვეყნებელი, 05/09/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1148

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ველაჯიო დეველოპმენტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 404960217) საკუთრებაში გადასცეს ქალაქ თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე 1383.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.03.042.202) და ქალაქ თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №10ა-ში მდებარე 218.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.03.042.205), შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, I მ/რ-ს და VI მ/რ-ს შორის ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, IV მ/რ-ს და V მ/რ-ს შორის მდებარე 2200.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.11.10.012.023) და ქალაქ თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, გამყოფ ზოლ №3-ში, (ნაკვეთი 01/074) მდებარე 4014.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.19.20.001.074) სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გაცვლის პირობად განისაზღვროს:

ა) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ველაჯიოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204469413) შორის 2010 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

ბ) ქალაქ თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.03.042.167) ვაკის რაიონის გამგეობის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, ამავე პროექტით გათვალისწინებულ ვადებში;

გ) ამ განკარგულების გამოცემიდან 7 დღის ვადაში შპს „ველაჯიოს“ მიერ, მის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, I მ/რ-ს და VI მ/რ-ს შორის ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, IV მ/რ-ს და V მ/რ-ს შორის მდებარე 3414.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.11.10.012.024) და ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, I მ/რ-ს და VI მ/რ-ს შორის ქალაქ თბილისში, გლდანის დასახლებაში, IV მ/რ-ს და V მ/რ-ს შორის მდებარე 42.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.11.10.012.025) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;

დ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში გადმოსაცემი ქონება განთავისუფლდეს მესამე პირთა სასარგებლოდ რეგისტრირებული ყველა სანივთო უფლებისგან (მათ შორის, იპოთეკისგან).

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი