საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1147
05/09/2013
გამოუქვეყნებელი, 05/09/2013
000000000.00(0).000.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1147

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, შპს „ველაჯიოს“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიერ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსთან 2010 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამატებით ვადად 2015 წლის 30 აგვისტოს განსაზღვრისა და ამავე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 2015 წლის 30 აგვისტომდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ, შემდეგი პირობების შესრულების სანაცვლოდ:

ა) შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიერ, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული პირობებისა და ვალდებულებების დადგენილი წესით შესრულება;

ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საინვესტიციო ვალდებულების უზრუნველსაყოფად საინვესტიციო თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის, 2015 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი